გიორგი მამარდაშვილის დიდ პოტენციალში ეჭვი ევროპულ ფეხბურთში თითქმის აღარავის არ ეპარება, თუმცა მისი თამაში პატარ-პატარა დეტალების გამოსწორებას მაინც საჭიროებს.
ლა ლიგის გასულ ტურში "ვალენსიამ" "კადისი" 2-0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე ლამაზი და მნიშვნელოვანი სეივიც გააკეთა.
გერმანულმა Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა, რომლის მიხედვით "ვალენსიას" 23 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ღირებულებამ კიდევ უფრო მოიმატა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ეს სეზონიც ქართველმა კარის დარაჯმა "ვალენსიას" რიგებში დაიწყო.
ვალენსიას ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: "მამარდაშვილი აკეთებს იმას, რასაც ყველაზე კარგად აკეთებს!"
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" დატოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ახალი სეზონი ჩვენებურმა მეკარემ კვლავ "ღამურებში" დაიწყო.
ესპანური გამოცემა TDFichajes-ის ინფორმაციით, ვალენსიას მმართველი ორგანიზაცია Meriton Group პიტერ ლიმანთან ერთად, რომელიც ამ კომპანიის ერთ-ერთი უფროსია, მნიშვენლოვანი გაყიდვების განხორციელებას გეგმავს, რათა გუნდის შემოსავლები გაზარდოს.