"კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა დონის მეკარეა", - ესპანური მედია მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა დონის მეკარეა", - ესპანური მედია მამარდაშვილზე

"კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა დონის მეკარეა", - ესპანური მედია მამარდაშვილზე
16-09-2023, 23:02
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა, თანაც მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 3:0.

ქართველი მეკარე კარში ძალიან დამაჯერებელი იყო, 3 სეივი გააკეთა და კარი მშრალად შეინახა. მისი პერფორმანსი ესპანური მედიის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა:

"ის რეალურად საქმეში მეორე ტაიმში ვიხილეთ, სადაც 2 კარგი სეივი გააკეთა და "ატლეტიკოს" თამაშში დარჩენის საშუალება არ მისცა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რა დონის მეკარეცაა", - AS.

"მამარდაშვილმა 2 კარგი სეივით "ვალენსიას" უპირატესობა შეუნარჩუნა",
- Eldesmarque.

5 ტურის შემდეგ "ღამურებს" 9 ქულა აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.