'წარმოუდგენელი ოცნება რეალობად იქცა' - 36 წლის წინ 'მანჩესტერ იუნაიტედში' სერ ალექს ფერგიუსონის დებიუტი შედგა » სპორტის ხაზი

'წარმოუდგენელი ოცნება რეალობად იქცა' - 36 წლის წინ 'მანჩესტერ იუნაიტედში' სერ ალექს ფერგიუსონის დებიუტი შედგა

'წარმოუდგენელი ოცნება რეალობად იქცა' - 36 წლის წინ 'მანჩესტერ იუნაიტედში' სერ ალექს ფერგიუსონის დებიუტი შედგა
8-11-2022, 20:51
Aa Aa
გაზიარება:

ბევრისთვის ფეხბურთი ბურთის კონტროლთან, კონტრშეტევებთან, მოგებებთან ან დაცვაში კარგ თამაშთან ასოცირებდა. ბევრისთვის რომ გეკითხათ ეს ფეხბურთი და იდეოლოგია რომელი მწვრთნელის მთავარი დამახასიათებელი იყოო, უმეტესობა თითს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (საუკეთესო თუარა) მწვრთნელისკენ გაიშვერდა - ეს სერ ალექს ფერგიუსონია, დღეს კი მისი 'მანჩესტერ იუნაიტედში' დებიუტიდან 36 წელი გავიდა.

ლეგენდარული შოტლანდიელის განვითარება სამწვრთნელო კარიერაში 'მანჩესტერ იუნაიტედთან' ერთად მიდიოდა. ინგლისის და ფეხბურთის ისტორიაში ახალი თავი კი 1986 წელს გადაიშალა, როდესაც ფერგიუსონი 'წითელი ეშმაკების' მთავარი მწვრთნელი გახდა. ბევრი მისგან რაიმე ახლის დასაწყისს მოელოდა, თუმცა პირველმა სამმა სეზონამ კარგად ვერ ჩაიარა, თუმცა რაც გუნდს აშკარად დაეტყო, ეს დისციპლინა იყო. შოტალანდიელის პირველი წარმატება 1988 წელთან ასოცირდება, როდესაც ინგლისურმა გრანდმა ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. მაგრამ შემდეგ სეზონში ის კვლავ მე-11 ადგილზე დაეცა.

'წარმოუდგენელი ოცნება რეალობად იქცა' - 36 წლის წინ 'მანჩესტერ იუნაიტედში' სერ ალექს ფერგიუსონის დებიუტი შედგა

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელი გახდა


1990 წლის ასოციაციის თასი აღიქმება, თასი, რომელმაც გადაარჩინა ფერგიუსონის მანჩესტერული კარიერა - არასასიამოვნო თამაშისა და ცუდი შედეგების შემდეგ, ყველამ მოითხოვა მისი გადადგომა. ჩემპიონატში ჯერ კიდევ არ მიდიოდა საქმეები - 1989/90 წლების სეზონში მე-13 ადგილი. შემდეგ სეზონში არადამაჯერებელი თამაში, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. 'წითლებმა' ფინალში 'ბარსელონა' დაამარცხეს და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები გახდნენ. მომდევნო წელს იყო აშკარა პროგრესი. გამარჯვება ლიგის თასზე და მეორე ადგილი ჩემპიონატში.

1994-97 სეზონი - 1994/95 წლების სეზონში 'მანჩესტერ იუნაიტედი' დარჩა თასების გარეშე, ვერაფერი მოიგო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათ გაიმეორეს 1994 წლის 'ოქროს დუბლი' (თაობა, რომელმაც მანჩესტერის ბედი რადიკალურად შეცვალა) დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი, გარი და ფილ ნევილი. მომდევნო ორ სეზონში დიდი ცვლილებები მოხდა: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, ალექს ფერგიუსონის მიერ განხორციელებული რეესტრის ცვლილებები, მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებში ახალი სისხლი შეტანა - ბექჰემი, სქოულზის და ძმები ნევილების სახით, რომლებიც გუნდში უბრალოდ დაფრინავდნენ. 1995 წელს კი ალექს ფერგიუსონს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მეთაურის წოდება.


ლექს ფერგიუსონს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მეთაურის წოდება


ლეგენდარული ტრიპლეტი და გამორჩეული სეზონი - ფერგიუსონმა 23 მილიონი ფუნტი გადაიხადა მცველ იაპ სტამის სანაცვლოდ ამით კი გუნდს თითქოს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ფერგიუსონმა, თავის თავდამსხმელ პარტნიორთან ენდი კოულთან ერთად, შეიმუშავა ის, რასაცც შემდეგ "Calypso Football" ეწოდა და დაეხმარა "იუნაიტედს" კიდევ ერთი ლიგის ტიტულის მოგებაში. 2-0 მოიგო ნიუკასლთან ასოციაციის თასის ფინალში და მოიგო ევროპის თასის ფინალი. 1999 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოახერხა ოქროს ჰეთ-თრიკი: პრემიერ ლიგის გვირგვინი, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ფინალური მატჩი 'ბაიერნთან' გამარჯვება მართლაც ლეგენდარული გამოდგა. იმავე წლის ივნისში ფერგიუსონს მიენიჭა რაინდი - ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ბაკალავრის წოდება, ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის და გახდა სერ ალექს ფერგიუსონი.


ფერგიუსონმა გუნდს სამი ტიტული მოაგებინა


2000-01 სეზონი - მომდევნო წელს ფერგიუსონმა გამოაცხადა, რომ 2002 წლის ბოლოს წავა პენსიაზე. თუმცა, ის მაინც დარჩა გუნდში. 2000/01 სეზონი 'იუნაიტედის' მორიგი ლიგის მოგების წელი იყო და აპრილის შუა რიცხვებისთვის ფერგიუსონი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ზედიზედ სამი ლიგის ტიტული და გახდა ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.

2001-02 სეზონი - ფერგიუსონმა თითქმის 50 მილიონი ფუნტი დახარჯა თავდამსხმელ რუდ ვან ნისტელროის და ნახევარმცველ ხუან სებასტიან ვერონზე, მაგრამ დიდმა კონტრაქტებმა ვერ შეუშალა ხელი 'არსენალს' ლიგისა და ასოციაციის თასის მოგებაში. ევროპაში, 'იუნაიტედმა' ორივე ნახევარფინალური თამაში 'ბაიერ ლევერკუზენთან' ფრედ დაასრულა. მანკუნიელებმა სეზონი ტიტულების გარეშე დაასრულეს.

2002-03 სეზონი - მარცხი ფერგიუსონს აწუხებდა, მისი გადადგომა გადაიდო და კლუბთან ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შოტლანდიელმა ასისტენტის როლში პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის ყოფილი მწვრთნელი კარლოს კეიროში მიიწვია. მან ასევე მოხსნა ინგლისის სატრანსფერო რეკორდი 2002/03 წლებში ლიდსის მცველის რიო ფერდინანდის შესაძენად.2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაგეგმილი იყო ოლდ ტრაფორდზე. 'იუნაიტედი' ფერგიუსონთან ერთად, მიზნად ისახავდა კიდევ ერთხელ მიეღწია ევროპული დიდებისთვის, მაგრამ 'მადრიდის რეალთან' მეოთხედფინალში 4:3 დაპირისპირების შემდეგ, ისინი ტურნირს გამოეთიშნენ. მარცხმა 'მანჩესტერ იუნაიტედის' შესახებ ჭორები გამოიწვია, რომ თითქოს რამდენიმე ფეხბურთელი საზღვარგარეთულ კლუბებში ტრანსფერებით იყო დააინტერესებული. დევიდ ბექჰემს 'მადრიდის რეალში' გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, რაიან გიგზს კი მილანის 'ინტერში'.

შიდასახელმწიფოებრივი კუთხით, წითელი ეშმაკები გამოეთიშნენ 'არსენალთან' ასოციაციის თასს , მაგრამ ლიგის დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა, 'წითლებმა' მოახერხეს 9-ქულიანი ლიდერობის აღმოფხვრა და მოიგეს მერვე ლიგის ტიტული.


მანჩესტერმა მერვე ლიგის ტიტული მოიგო


2003 - 04 სეზონი - 2003 წლის ზაფხულში მოხდა ის, რაზეც ამდენი ლაპარაკი იყო: ბექჰემი მადრიდის 'რეალში' 25 მილიონ ფუნტად გადავიდა, 'ვერონი' 15 მილიონ ფუნტად გაიყიდა 'ჩელსიში'. აპრილში თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ ფაბიან ბარტესმაც გუნდი დატოვა.

თუმცა, გუნდისთვის მეორე კარგი გაიღო და ინგლისურ გრანდს ტიმ ჰოვარდი და კრისშტიანუ რონალდუ შეუერთდნენ. 'მანჩესტერ იუნაიტედის' ერთადერთი წარმატება ამ სეზონში ინგლისის თასის მოგება იყო, სადაც' წითელმა ეშმაკებმა' ფინალში 'მილუოლი' 3-0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონმა მოახერხა ამ თასის მოგება (კარიერაში მე-5), ზოგადად ეს სეზონი წარუმატებელი იყო მისთვის. ჩემპიონი 'არსენალი გახდა', ჟოზე მოურინიოს 'პორტუმ' კი იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა.

2004-05 - სეზონი - იმედგაცრუებული ტენდენცია გაგრძელდა 2004-2005 წლების სეზონში. მიუხედავად 30 მილიონი ფუნტიანი 'ევერტონის' თავდამსხმელის უეინ რუნისა და 'ლიდსის' ვარსკვლავის ალან სმიტის დამატებისა, სერ ალექსის გუნდმა ლიგაში მხოლოდ 58 გოლი გაიტანა, რაც გუნდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა 1991 წლის შემდეგ. ამას დაემატა რუდ ვან ნისტელროის ტრამვა. ნიდერლანდელის ტრამვის შემდეგ კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ გუნდმა შეტევითი ძალა დაკარგა.

"იუნაიტედმა" მხოლოდ 5 მატჩი წააგო, მაგრამ 11 მატჩი ფრედ დაასრულა და ძალიან ბევრი ქულა დაკარგა, რომ სერიოზულად ებრძოლა ლიგის ტიტულისთვის. მარტის დასაწყისში გაირკვა, რომ სერ ალექსის 'იუნაიტედი' კვლავ ჩემპიონობის გარეშე დარჩა და შედეგად "წითელი ეშმაკებმა " სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

2005- 06 სეზონი - პრესეზონზე ფერგიუსონმა მოახერხა გუნდის დაცვითი ფორმირებების გაძლიერება 'ფულჰემის' ყველაზე გამოცდილი მეკარის ედვინ ვან დერ სარის შეძენით, ხოლო პსვ-დან შოტლანდიელმა ჯი-სუნ პარკი დაიმატა ნახევარდაცვაში. თუმცა ეს საკმარისი არ იყო, რადგან გუნდის ნახევარმცველებს ტრამვა აწუხებდათ. ამით 'ჩელსიმ' მოახერხა ღირსეული უპირატესობის მოპოვება 'იუნაიტედთან' ლიგის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. თუმა, ამ სეზონში ფერგის გუნდმა მოახერხა 'ჩელსის' დამარცხება (1-0) და აბრამოვიჩის 40-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება. იმ მატჩში დარენ ფლეტჩერმა გაიტანა გამარჯვების გოლი, ალან სმიტი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2006-07 სეზონი - და მაინც, მხოლოდ მაიკლ კერიკი იყო ფერგიუსონის ერთადერთი შენაძენი 2006/07 ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. 'იუნაიტედის' გულშემატკივრები არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი 2006-07 წლების სეზონის დაწყებამდე. 2006 წლის ბოლოს "იუნაიტედი" 6 ქულით უსწრებდა "ჩელსის" და ერთ მომენტში ეს უპირატესობა ცხრა ქულამდე გაიზარდა. ფერგიუსონის გუნდი გამუდმებით იმარჯვებდა დამახასიათებელი შემტევი მანერებით და ბევრი გოლის გატანით. ასოციაციის თასზე გუნდი წარმატებით მიიწევდა და მალე მედიაში ისევ ტრიბლის მოგებაზე იყო საუბარი.

'მილანთან' (3-2) საშინაო მოგებამ ფერგიმ ათენში ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალი გზა გაუხსნა, მაგრამ სან სიროზე განმეორებით მატჩში მისმა გუნდმა მწარე (3-0) მარცხი განიცადა. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ეს მარცხი ყველას დაავიწყდა, რადგან 2007 წლის 6 მაისს იუნაიტედი ინგლისის ჩემპიონი გახდა.


მორიგი პრემიერ-ლიგის ტიტული


2007-08 სეზონი - 2007 წლის ზაფხულში 'მანჩესტერ იუნაიტედმ'ა დიდი ფული დახარჯა ორი ახალგაზრდა და პერსპექტიული ნახევარმცველის ნანის და ანდერსონის, ასევე არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის შეძენით.

კრიშტიანუ რონალდუმ მიაღწია წარმოუდგენელ საგოლე სიმაღლეებს და მოხსნა ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელიც 'მანჩესტერ იუნაიტედის' ნახევარმცველის მიერ ერთ სეზონში გატანილი გოლებით იყო განსაზღვრული. გასული წლების იმედგაცრუების შემდეგ, 'წითელი ეშმაკები' ევროპულ მატჩებში ძალიან ძლიერ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტებად ითვლებოდნენ.

'იუნაიტედმა' 'ვესტ ჰემი' შინ 4-1 დაამარცხა. ჩემპიონატის ბოლო დღეს სტუმრად 'უიგანუ' უნდა დაემარცხებინა და გამარჯვების შემთხვევაში ინგლისური გრანდი პრემიერ- ლიგის მფლობელი გახდებოდა. იუნაიტედმა 2-0 მოიგო და ფერგიუსონმა, ბომბარდირ რაიან გიგსთან ერთად, პრემიერ ლიგის მე-10 ტიტული მოიპოვა.

ათი დღის შემდეგ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელოდა მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე 'ჩელსის' წინააღმდეგ. დაძაბული თამაში ფრედ 1-1 დასრულდა, დამატებით დრომაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა და გუნდები ერთმანეთს პენალტების სერიაში დაუპირისპირდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ყველას ეს საბოლოო მარცხი ეგონა თუმცა, ჯონ ტერიმაც ვერ მოახერხა გოლის გატანა. შემდეგ რაინ გიგზმა უპასუხა ზუსტი დარტყმით თანამემამულეს. ბოლო დარტყმა ამ მატჩში ნიკო ანელკამ შეასრულა, მისი დარტმა ვან დერ საარმა მოიგერია და "მანჩესტერ იუნიაიტედი" თავის ისტორიაში მე-3 ჩემპიონთა ლიგურ ტიტულს დაეუფლა.

წლების განმავლობაში ფერგიუსონს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ერთი მოგებით ნამდვილად არ იყო შესანიშნავი მწვრთნელი. მოსკოვში გამარჯვებით შოტლანდიელმა ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმა კრიტიკოსები. ამ წელს ასევე კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო ოქროს ბურთი.


მანჩესტერ იუნაიტედი მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის მფლობელი


2008- 09 სეზონი - 2008/09 სეზონში 'მანჩესტერ იუნაიტედი' კვლავ გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ხოლო ფერგიუსონი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ სამ სეზონში ორჯერ (პირველად 1999 წლიდან 2001 წლამდე, მეორედ 2007 წლიდან 2009 წლამდე.

პრემიერ ლიგაში გამარჯვება ფერგიუსონისთვის მე-11 იყო. 'მანჩესტერ იუნაიტედმა' მოიგო ინგლისის მე-18 ტიტული და ამ მაჩვენებლით "ლივერპულს" გაუთანაბრდა. კლუბმა ასევე მოიგო საფეხბურთო ლიგის თასი 2009 წელს ფინალურ მატჩში 'ტოტენჰემ ჰოტსპურთან' პენალტების სერიაში გამარჯვებით.
2009 წლის მაისში 'მანჩესტერ იუნაიტედმა' ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ, მაგრამ წააგო. მატჩი ანგარიშით 2-0.

2009 -10 სეზონი - 2009/10 წლების სეზონში 'მანჩესტერ იუნაიტედმა' კვლავ მოიგო საფეხბურთო ლიგის თასი, ამჯერად ფინალში გუნდმა 'ასტონ ვილა' 2-1 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაზე 'იუნაიტედი' მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სტუმრად გოლების წესით წააგო 'ბაიერნთან'. პრემიერ ლიგის ტიტული გუნდმა დათმო ლონდონის 'ჩელსისთან', ინგლისურმა გუნდმა 'იუნაიტედს' მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო. 2010 წლის 8 აგვისტოს ფერგიუსონმა მოიგო კიდევ ერთი FA სუპერთასი მას შემდეგ, რაც 'იუნაიტედმა' 'ჩელსი' დაამარცხა 3-1. 2010 წლის 19 დეკემბერს, სერ ალექს ფერგიუსონი გახდა 'მანჩესტერ' იუნაიტედის ყველაზე ხანგრძლივი მწვრთნელი. შოტლანდიელმა დაამხო სერ მეტ ბასბის რეკორდი (24 წლის, 1 თვისა და 13 დღის განმავლობაში.)

2010-11 სეზონი - 2011 წლის 4 მაისს 'მანჩესტერ იუნაიტედმა' მოიგო ინგლისის მე-19 ტიტული და გახდა რეკორდსმენი გამარჯვებით ეროვნულ ჩემპიონატში.


2011-12 სეზონი - 2011 წლის 7 აგვისტოს ფერგიუსონმა მოიგო კიდევ ერთი FA სუპერთასი მას შემდეგ, რაც 'იუნაიტედმა' დაამარცხა 'მანჩესტერ სიტი' 3–2.

2012-13 სეზონი - 2012/13 სეზონში 'იუნაიტედმა' მოიგო პრემიერ ლიგა და გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი ისტორიაში მე-20-ჯერ. ეს იყო ფერგიუსონისთვის მე-13 პრემიერ ლიგური თასი. 2013 წლის 8 მაისს სერ ალექს ფერგიუსონმა გამოაცხადა გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ. სეზონის ბოლოს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად მე-11-ჯერ დასახელდა.


ფერგის გუნდიდან საპატიო გაცილება მოუწყვეს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი