"ქართველებო, რომ იცოდეთ.." - დვალიშვილმა რუსი მებრძოლი ტყუილში გამოიჭირა » სპორტის ხაზი

"ქართველებო, რომ იცოდეთ.." - დვალიშვილმა რუსი მებრძოლი ტყუილში გამოიჭირა

"ქართველებო, რომ იცოდეთ.." - დვალიშვილმა რუსი მებრძოლი ტყუილში გამოიჭირა
გუშინ, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში რუსი მებრძოლის, უმარ ნურმაგომედოვის შესახებ სკანდალური ვიდეო და კრიტიკული განცხადება გაავრცელა.

დვალიშვილი საკუთარ სიტყვებში ბრალს UFC-ისა და უმარ ნურმაგომედოვს შეკრულობასა და მზაკვრული გეგმების ჩამოყალიბებაში სდებს.

ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს, UFC-მ ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდნენ ყველა, რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის. მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.

ქართველებო, რომ იცოდეთ, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა, იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის, UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N2-ს რომ რეიტინგიც კარგად ჩამჯდარიყო. მოკლედ, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…

- დაწერა ქართველმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვზე.

იხილეთ ვიდეო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი