UFC-ის ლეგენდარულმა მერბძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის გამარჯვება სურს.
შეგახსენებთ, დიდი ალბათობით ხაბიბის ბიძაშვილი უმარ ნურმაგომედოვი ომალი-დვალიშვილის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
"ამ ბრძოლაში მერაბის გამარჯვება მსურს, რადგან ის საქართველოდანაა, დაღესტანი და საქართველო კი მეზობლადაა.
მერაბის გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ მისი და უმარის დაპირისპირება (შავი ფაფახი თეთრის წინააღდეგ) ყველასთვის საინტერესო სანახავი იქნება. თუ შონი გაიმარჯვებს, თეთრი ფაფახი ვარდისფერის წინააღმდეგ იქნება - ყველა ვარიანტში საინტერესო ბრძოლა გველის", - განაცხადა ხაბიბმა.