"რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული" - მერაბ დვალიშვილი » სპორტის ხაზი

"რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული" - მერაბ დვალიშვილი

"რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული" - მერაბ დვალიშვილი
29-09-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ერთ-ერთი წარჩინებული ქართველი მებრძოლი, კერძოდ მერაბ დვალიშვილი Full Mount MMA-ს ესაუბრა და საკმაოდ ბევრი საკითხის შესახებ გამოთქვა აზრი:

"ჟოზე ალდოსთან ჩხუბი? - ჟოზე ნამდვილი ლეგენდაა და მასთან ჩხუბი ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა. თქვენ იცით, რომ UFC-ში უმაღლესი დონის მებრძოლები არიან და ცხადია, რომ ჟოზე ერთ-ერთი მათგანია, რის გამოც მასთან გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო".

"მომდევნო მეტოქე? - როდესაც კორი სენდჰეგენმა გამომიწვია აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან მან ჩემი გამოწვევის პირველი შემთხვევა დააფიქსირა, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ კორიმ სხვა გზა აირჩია და ჩიტო ვერასთან ჩხუბის სურვილიც გამოთქვა. რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მან ჩემი სახელი რამდენჯერმე ახსენა, თუმცა როგორც ვიცი, ის TOP 15-ში ახლა შევიდა და UFC-ში ჯერ 3 ბრძოლა აქვს გამართული. მოკლედ, ჩემს შემდეგ მოწინააღმდეგესა და UFC-ის ველოდები. ფაქტი ისაა, რომ ჩემთან ჩხუბი არავის სურს და ბევრს ვერავის ნახავთ, ვინც ამის სურვილი გამოთქვა".

"შონ ომალისა და პიოტრ იანის ჩხუბი? - მხარს შონს ვუჭერ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის მოიგებს თუ პიოტრთან პირსპირ არ დარჩება, რადგან მას ძლიერი დარტყმა აქვს. შონს 4 წელია ვიწვევ და მან ჩემთან ბრძოლა უნდა გამართოს. რაც შეეხება პიოტრს, ის რუსეთიდანაა და მასთან ჩხუბს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან მის ქვეყანას საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნებისმიერ სხვა მეტოქესთან წაგებას ღირსეულად შევხვდებოდი, მაგრამ რუსთან ორთაბრძოლა სხვა დატვირთვას ატარებს. დღეს, რუსეთი უკრაინაში ხალხს მხოლოდ იმის გამო ხოცავს, რომ უკრაინელებს ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა რუსეთთან".

"სანქციები რუს მებრძოლებს? - სანქციების მომხრე არ ვარ, მაგალითისთვის კი ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოდგება. ის დაღესტნელია, თუმცა რუსული ოკუპაციის გამო, იძულებულია, რომ რუსეთის სახელით იასპარეზოს. როგორც ვიცი, დაღესტნელები ამის გამო ბედნიერები სულაც არ არიან და ანალოგიური ხდება ჩეჩნების შემთხვევაშიც. ვფიქრობ, რუსებს UFC-ში ასპარეზობის შესაძლებლობა არ უნდა წაართვან, მაგრამ დროშის გამოტანის უფლება უნდა ჩამოართვან. თქვენ იცით, რომ გამოსვლისას ყელსაბამი მეკეთა, სადაც ჩემი ქვეყნის დროშა იყო გამოსახული, რისი გაკეთების საშუალებაც, სამწუხაროდ აღარ მექნება. მესმის, რომ სხვა სპონსორთა მაისურს ვერ ჩავიცვამ, მაგრამ მსურს, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მქონდეს, ვატარო ჯვარი, რადგან ეს ის მიზეზია, რისთვისაც სპორტის ამ სახეობაში მოვედი. მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ საუბრის საშუალება მომეცა და ვიმედოვნებ, რომ UFC ამის გამო არ გამაგდებს", - მერაბ დვალიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.