დღეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი საბოლოოდ დასრულდა. ყველა მატჩი ერთდროულად ჩატარდა და "ლევერკუზენმა" ჩემპიონობაც აღნიშნა.
ჩაბი ალონსოს გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "ბაიერნის" ჰეგემონისს დამაცხების ფონზე მათ ბუნდესლიგა ისე მოიგეს, რომ ერთხელაც არ წაუგიათ.
34 შეხვედრაში 28 მოიგეს და 6 ფრედ ითაამშეს. გაიტანეს 89, ხოლო საპასუხოდ კი მხოლოდ 24 გოლი მიიღეს.
გარდა ამისა, დაუმარცხებლობის სერია 51 მატჩამდე გაზარდეს. ისინი დაუმარცხებელ ტრებლამდე მმიიწევენ.
"ლევერკუზენს" ვერცხლის სინი გადაეცა, მაგრამ აგვისტოში ოქროსაც მიიღებენ.