ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ლევერკუზენმა" "შტუტგარდს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.
ასე და ამგვარად, ჩაბი ალონსოს წაუგებელი სერია გრძელდება და უკვე 46-ე შეხვედრაა, ისინი დაუმარცხებლები არიან.
ეს მატჩი სასწაულებრივი იყო, რადგან 57-ე წუთისთვის გუნდი 0-2 მარცხდებოდა და გასათანაბრებელი გოლი ანდრიჩმა 97-ე წუთზე გაიტანა.
"ლევერკუზენი" წინა მატჩშიც ახლოს იყო წაგებასთან, თუმცა ბოლო დამატებით წუთზე "დორტმუნდს" გაუთანაბრა და რეკორდი 1 მატჩით გააუმჯობესა.
ამ 46 მატჩიდან ჩაბი ალონსოს გუნდმა 39 მოიგო, 7-ში კი ფრედ ითამაშა. ერთადერთი შეხვედრა, სადაც გოლი ვერ გაიტანეს "გლანდბახის" წინააღმდეგ დაფიქსირდა, 19 მარტს.