საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა - წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, 2:1 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
იმისათვის, რომ ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს, პლეი-ოფში C დივიზიონის მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში 22 ნოემბერს გახდება ცნობილი.
სავარაუდო მეტოქეები კი შემდეგი ნაკრებები არიან:
- სლოვაკეთი
- ბულგარეთი
- სომხეთი
- კოსოვო/რუმინეთი