იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, დიდი შანსია საქართველოს ნაკრებისა და ამჟამად "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, სულ მალე სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გააფორმებს თუ არა სეზონის ბოლომდე "კვარა" ახალ ხელშეკრულებას, თუ არადა ნეაპოლელები მას გაასხვისებენ.
მაშინ, როცა "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით €6 მილიონამდე სთავაზობს, ფეხბურთელის აგენტი კი €8 მილიონს ითხოვს.
დიდი შანსია ლაურენტისმა პოზიცია არ დათმოს და შესაბამისად ახალი შეთავაზებაც აღარ გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ნეაპოლელებთან არსებული ხელშეკრულება 2027 წლამდეა გათვალისწინებული და ქართველი შემტევის გადაბირების სურვილი უკვე მრავალმა მსოფლიო საფეხბურთო გრანდმა გამოთქვა, როგორიცაა "ბარსელონა", "პსჟ" და სხვა.