საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა - წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B1 ჯგუფი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მარტში, ჩვენი გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში 22 ნოემბერს გახდება ცნობილი.
სავარაუდო მეტოქეები კი შემდეგი ნაკრებები არიან:
- სლოვაკეთი
- ბულგარეთი
- სომხეთი
- კოსოვო/რუმინეთი