ზივზივაძე: "4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ და ორივე ჟორჟმა შეაგდო, რაც ამას ნიშნავს" » სპორტის ხაზი

ზივზივაძე: "4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ და ორივე ჟორჟმა შეაგდო, რაც ამას ნიშნავს"

ზივზივაძე: "4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ და ორივე ჟორჟმა შეაგდო, რაც ამას ნიშნავს"
გუშინ, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბერ-ნოემბრის სანაკრებო შესვენებებზე საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა და ორივე გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მომენტების რეალიზაციის პრობლემაზე, რაზეც ბუდუ ზივზივაძემაც ისაუბრა.

"ამ 4 თამაშში 2 გოლი გავიტანეთ, ორივე ჩვენმა ბომბარდირმა (მიქაუტაძემ) გაიტანა და რა თქმა უნდა მომენტების რეალიზებაზეც სამუშაო გვავქს - დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელი იმუშავებს ამ კომპონენტზე და საკუთარ თავზე", - განაცხადა ბუდუმ.

ცნობისთვის, ბუდუმ მიმდინარე სეზონში საკლუბო მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში თავი 10 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი