საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა - წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მიუხედავად, მარცხისა, ჩვენებიდან ერთადერთი გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. შოთა არველაძე - 26 გოლი (61 მატჩში)
2. ხვიჩა კვარაცხელია - 17 გოლი (39 მატჩში)
3. თემურ ქეცბაია - 17 გოლი (52 მატჩში)
4. გიორგი მიქაუტაძე - 16 გოლი (35 მატჩში)
5. ალექსანდრე იაშვილი - 15 გოლი (67 მატჩში)