ხვიჩა კვარაცხელია და მისი მომავალი იტალიური მედიის ყოველდღიური სასაუბრო თემაა. აქამდე ვიცოდით, რომ ფეხბურთელის დამატებას პსჟ ცდილობს, ფრანგულ კლუბში გადასვლის იდეა ქართველის საფეხბურთო აგენტს, მამუკა ჯუღელს და ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიასაც მოსწონს, თუმცა ნაპოლი თავისი ლიდერის გაშვებას ასე მარტივად არ აპირებს.
რამდენიმე საათის წინ პარტენოპეისთან დაახლოებულმა გამოცემამ, CalcioNapoli24-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ვიგებთ, რომ მამუკა ჯუღელმა იტალიური კლუბის წარმომადგენლებს მოთხოვნები შეუცვალა და ახლა ფეხბურთელისთვის ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვს.
ადრე ცნობილი იყო, რომ "კვარადონას" გარემოცვა მის სანაცვლოდ ნეაპოლელებისგან 4.5 ხუთ მილიონს ითხოვდნენ, თუმცა როგორც სჩანს სიტუაცია შეიცვალა და ფეხბურთელის მხარემ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.