ესპანეთთან 4:1-ის წაგების შემდეგ ქართულ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი ვრცელდება:
რა თქმა უნდა, ალთუნაშვილი მაგრად შემოვიდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის ტრავმა ძალიან დაგვეტყო. ჩვენი შუა ნახევარმცველის დატრავმის შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა. მას მერე თამაშის გაგრძელება ვცადეთ, თუმცა მეტოქის მაღალმა ხარისხმა და დონემ თავისი ქნა.
- თქვა ქოჩორაშვილმა.
ქოჩორაშვილმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ქართული ფეხბურთი განვითარების გზას ადგას და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის!