უეფამ საქართველოს ნაკრების სოლიდური თანხით დააჯარიმა » სპორტის ხაზი

უეფამ საქართველოს ნაკრების სოლიდური თანხით დააჯარიმა

უეფამ საქართველოს ნაკრების სოლიდური თანხით დააჯარიმა
2-07-2024, 00:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა და დებიუტანტის კვალობაზე ბრწყინვალედაც იასპარეზა.

კარგი თამაშის პარალელურად, სანიოლის გუნდმა დიდი თანხაც გამოიმუშავა, თუმცა იყო ჯარიმებიც.

მიმდინარე ჩემპიონატს და დადგენილ წესებს, უფება მკაცრად აკონტროლებს - ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 24 ნაკრებიდან ფინანსურ ჯარიმას მხოლოდ სამი გადაურჩა (ესპანეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი). რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჯარიმების რაოდენობას, უეფამ სანიოლის გუნდი 46 000 ევროთი დასაჯა.

ძირითადად, გუნდები მატჩების დროს გულშემატკივართა მხრიდან ან სხვა დისციპლინური დარღვევების გამო დააჯარიმეს - ყველაზე მაღალი ჯარიმა ხორვატიის ნაკრებმა (220 875) ევრო მიიღო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “ჯვაროსნებმა” უეფასგან ამ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 12.25 მილიონი ევრო მიიღო, რაც პატარა თანხა სულაც არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი