კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - მიქაუტაძის დამატება იტალიურ კლუბს სურს » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - მიქაუტაძის დამატება იტალიურ კლუბს სურს

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - მიქაუტაძის დამატება იტალიურ კლუბს სურს
3-07-2024, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, მერვედფინალურ ეტაპზე კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

გარდა კარგი შედეგებისა, ვილი სანიოლის გუნდმა ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გული კარგი, გამართული თამაშით მოიგო, რამაც ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი სხვადასხვა ჩემპიონატებში კიდევ უფრო გაზარდა.

დაინტერესება არ აკლდა გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ის ამ ეტაპზე ტურნირის ბომბარდირია და ცხადია ყველას ყურადღების ქვეშ მოექცა - თუ იტალიური გამოცემა Gazzetta-ს დავუჯერებთ, 23 წლის ფორვარდით ბოლონია დაინტერესდა, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, კლუბი ტრანსფერისთვის მაინც იბრძოლებს.

თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ მიქაუტაძემ ფრანგულ მონაკოსთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

ჯერჯერობით ფეხბურთელის გარემოცვა კონკრეტულს არაფერს ამბობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ გიორგი მეცს დატოვებს, თუმცა კვლავ საფრანგეთში გააგრძელებს კარიერას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი