მამუკა ჯუღელი მართალი იყო? - ოსიმენში არაბული კლუბი 130 მილიონს იხდის » სპორტის ხაზი

მამუკა ჯუღელი მართალი იყო? - ოსიმენში არაბული კლუბი 130 მილიონს იხდის

მამუკა ჯუღელი მართალი იყო? - ოსიმენში არაბული კლუბი 130 მილიონს იხდის
5-07-2024, 16:58
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური Sportmediaset ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ალ ჰილალი მზადაა ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ნაპოლის 130 მილიონი ევრო გადაუხადოს და მისი კონტრაქტი გამოისყიდოს.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენის ყოველწლიურ ხელფას და მსგავს დეტალებს, წყარო ვერ ასახელებს, თუმცა, ალ ჰილალისთვის ფინანსური მხარე პრობლემა არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 17 ივლისს იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალ ჰილალს დაცდა მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ - რამდენიმე თვის წინ მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია. ის საუდის არაბეთში მილიარდი დოლარის სანაცვლოდაც არ გადავა, რადგან ხვიჩას განსხვავებული გემოვნება და ტვინი აქვს და თუ წავა, მხოლოდ ევროპულ გრანდებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი