საქართველოს ეროვნული ნაკრების და გერმანული კარლსრუეს თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერით თურქეთის სუპერლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბები დაინტერესდნენ - ინფორმაცია ამის თაობაზე პირველ არხთან საუბრისას საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ დაადასტურა.
"ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ, კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ახლა თავად ბუდუმ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, ის ამ წინადადებაზე ფიქრობს.
ამას გარდა, ზივზივაძეს ასევე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდშიც იწვევენ, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბების დასახელებას მოვერიდები", - განაცხადა ოდილაძემ.