ნაკრებში რჩება თუ მიდის? - კობიაშვილის პასუხი ვილი სანიოლის მომავალზე » სპორტის ხაზი

ნაკრებში რჩება თუ მიდის? - კობიაშვილის პასუხი ვილი სანიოლის მომავალზე

ნაკრებში რჩება თუ მიდის? - კობიაშვილის პასუხი ვილი სანიოლის მომავალზე
8-07-2024, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

შემოდგომაზე, ერთა ლიგის მატჩებში საქართველოს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას ავრცელებს.

"ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ნაკრებში - სამომავლო გეგმებზე მასთან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ დარჩეს!

ვილის პოზიციაც ვიცით. ის კომფორტულად გრძნობს საქართველოში თავს და სამომავლო გეგმები აქვს ჩვენთან ერთად. ეს ჯერ სურვილებია და ამას დეტალურად გავივლით ერთად უახლოეს მომავალში. ორივე მხარის სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა
", - განაცხადა კობიაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი