ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე გავლენიანი გამოცემა Foot Mercato-ს ჟურნალისტი ჰანიფ ბენ ბერკანე ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ფრანგული კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა - საუბარია 6 მილიონიან ტრანსფერზე.
წინასწარი ინფორმაციით, ზურიკო ახალ კლუბთან 4- წლიან კონტრაქტს გააფორმებს. დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა.