ნაპოლის პრეზიდენტმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ყველასთვის გასაგებად ახსნეს, რომ სეზონის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებენ და მეტიც, მომდევნო სეზონში მთელი გუნდი მთლიანად ხვიჩაზე აეგება.
სწორედ ამიტომ, პსჟ-მ მიმდინარე წელს კვარას დამატებაზე უარი თქვა და მის შეძენას 2025 წლის ზაფხულში შეეცდება - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი მედია butfootballclub ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, პარიზული კლუბი ხვიჩას შემცვლელად ლიდს იუნაიტედის ფეხბურთელის, სამერვილის დამატებას შეეცდება, რომლის ტრანსფერიც Transfermarkt-ის ინფორმაციით, 20 მილიონი ევრო დაჯდება.
ცნობისთის, ფრანგული კლუბი მზად იყო ქართველი შემტევის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა იტალიელებმა წინადადება დაბლოკეს.