სად ათამაშებს კონტე ხვიჩას? - ნაპოლის ახალი მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

სად ათამაშებს კონტე ხვიჩას? - ნაპოლის ახალი მწვრთნელის კომენტარი

სად ათამაშებს კონტე ხვიჩას? - ნაპოლის ახალი მწვრთნელის კომენტარი
6-07-2024, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Corriere dello Sport-მა დაწერა, ნაპოლის ახალი დამრიგებელი, ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიასთან პირადად შეხვედრას გეგმავს, რათა მხარეებმა მომდევნო სეზონის ტაქტიკური დეტალები გაიარონ.

გამოცემის მტკიცებით, ანტონიო კონტე ნაპოლის ტაქტიკურ გაუმჯობესებაზე გააკეთებს აქცენტს, საამისოდ კი იტალიელმა სპეციალისტმა, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელია უნდა გამოიყენოს.

აი, რა თქვა კონტემ ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფლანგზე ყოფნისას თავის უნარებს ძლიერად წარმოაჩენს, თუმცა ეს მისი ერთადერთი პოზიცია არ არის.

ვფიქრობ, რომ მას თავის კარგად წარმოჩენა მეორე ფორვარდადაც შეუძლია. ასევე, ხვიჩა შემტევ ნახევარმცველადაც გამოდგება.

- თქვა კონტემ.

ნაპოლის მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კვარა 2024/2025 წლებში კლუბს არაერთ პოზიციაზე დაეხმარება. არის შანსი, რომ კონტემ კვარას ნაპოლიში ის სქემაც მოარგოს, რომელიც ხვიჩას ეროვნულ გუნდში საკმაოდ კარგად აქვს დაცდილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი