დოლიძე: "რაღაც როლს ვერ მოვირგებ იმის გამო, რომ მეტ ფულს გადამიხდიან, 2 ბიჭი მეზრდება..." » სპორტის ხაზი

დოლიძე: "რაღაც როლს ვერ მოვირგებ იმის გამო, რომ მეტ ფულს გადამიხდიან, 2 ბიჭი მეზრდება..."

დოლიძე: "რაღაც როლს ვერ მოვირგებ იმის გამო, რომ მეტ ფულს გადამიხდიან, 2 ბიჭი მეზრდება..."
დღეს, 11:33
Aa Aa
გაზიარება:

UFC307-ზე რომან დოლიძე UFC-ში რიგით მე-11 ორთაბრძოლას კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ გამართავს.

ბრძოლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა მებრძოლმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: "რომან, UFC-ის ყველა ქართველი მებრძოლიდან ყველაზე განათლებული შენ ხარ. მოკლედ, კარგი მებრძოლი ხარ და ყოველთვის სწორ რაღაცეებს ამბობს, შენი აზრით, ეს ორგანიზაციაში გარკვეულწილად ხელს ხომ არ შეგიშლის?

დოლიძე: "სიმართლე გითხრათ დიახ, რადგან პუბლიკას, რომელიც ამ სპორტს უყურებს მსგავსი საუბრები მოსწონთ, თუმცა ამ მომენტში 2 ბიჭი მეზრდება და ვფიქრობ, რომ მომავალში 1-2 კიდევ მეყოლება, იმედია მათ შორის გოგოც.

უპირველეს ყოვლისა ისე ვიქცევი, როგორც მინდა რომ ისინი ხედავდნენ საკუთარ მამას ახლაც და მომავალში, სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოვიქცევი და მე ის ვარ, ვინც ვარ. რაღაც როლს ვერ მოვირგებ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეს მოწონს და მეტ ფულს მომცემენ"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი