გუშინ, ესპანურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ კატალონიის ბარსელონა ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა.
ახლახანს, კიდევ ერთმა ადგილობრივმა გამოცემა Fichajes.net-მა დაწერა, რომ კვარას ტრანსფერით მადრიდის რეალიც დაინტერესებულია და საქმე ფლორენტინო პერესამდეცაა მისული.
"რეალ მადრიდის პრეზიდენტი მომავალ სეზონში გარკვეულ პოზიციებზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში დიდი გავლენა აქვს, რის გამოც ევროპის ტოპ კლუბების ყურადღება დაიმსახურა, მათ შორისაა რეალ მადრიდიც.
როდრიგოს გუნდიდან შესაძლო წასვლამ და პრემიერლიგაში გადაბარგებამ შესაძლოა ხვიჩას გზა რეალისკენ გაუხსნას. საბოლოო სიტყვა კი მაინც ხვიჩაზე და მის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი ხვიჩას ბავშვობის ოცნების გუნდია ხოლო მისი საფეხბურთო კუმირი ამავე გუნდის პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო იყო.