არაორდინალური გზა აირჩია - როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან საქართველოს ნაკრებში? » სპორტის ხაზი

არაორდინალური გზა აირჩია - როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან საქართველოს ნაკრებში?

არაორდინალური გზა აირჩია - როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან საქართველოს ნაკრებში?
გუშინ, 20:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. მოსამზადებელი ეტაპის და მოახლოებული თამაშების შესახებ, ნაკრების თავკაცთან, ვილი სანიოლთან ერთად, ასევე ისაუბრა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც.

"ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში ეცოდინება, როგორ შეძლებს შეკრებაზე ჩამოსვლას. თუ საჰაერო საზღვრები ირანში კვლავ დაკეტილი იქნება, შესაძლოა შეკრებაზე აზერბაიჯანის მხრიდან მანქანით ჩამოვიდეს.

ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე."


- თქვა იაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი