"ლიდს იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა | დეტალები ტრანსფერის შესახებ » სპორტის ხაზი

"ლიდს იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა | დეტალები ტრანსფერის შესახებ

"ლიდს იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა | დეტალები ტრანსფერის შესახებ
5-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც შოთა არველაძის კომენტარიდან ვიგებთ, რომელიც მან De Telegraf-თან გააკეთა, იქამდე, სანამ ნეაპოლელები კვარაცხელიას შეიძენდნენ, მანამდე "ლიდს იუნაიტედს" ქართველის შეძენის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.

hitc.com წერს: "ყველა კლუბს აქვს თავისი ისტორია, რაც წარმატებული ფეხბურთელების ხელიდან გაშვებას ეხება. მაგალითად, მაიკლ ესიენი/ბარნლი, კრიშტიანუ რონალდუ/არსენალი, ლუის დიასი/ევერტონი და 2022/2023 წლების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელიდან გაშვება, შესაძლოა ლიდსის მთავარი სანანებელი წყარო გახდეს, რადგან ქართველმა შემტევმა თავისი ქუჩის ფეხბურთის დიდ საფეხბურთო სცენაზე გადატანა და მასზე მორგება უკვე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ხალხი კვარაცხელიას კვარადონას ტყუილად სულაც არ ეძახის".

გამოცემა კვარაცხელიაზე წერას აგრძელებს: "შეგიძლიათ, კვლავ გაიმეოროთ. ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 3 საგოლე პასი მხოლოდ 10 შეხვედრაში დაუგროვდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია იმ ბიჭისთვის, რომელმაც ბოლო სეზონი რუსეთში გაატარა, შემდეგ კი ფეხბურთის სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა. მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში თამაშობდა, ის მილიონობით მილის დაშორებით იყო ნაპოლისგან, სადაც მან ლეგენდარული ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება მოახერხა".

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კვარაცხელია ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებას 2021 წლის ზაფხულში აწარმოებდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველი ყაზანის "რუბინში" თამაშობდა. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, "ლიდს იუნაიტედი" არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა სურდა. მაგალითისთვის, ქართველით "ლიდსის" გარდა, "მილანი", "იუვენტუსი", "ტოტენჰემი", "ლაციო", "ატლეტიკო" და "აიაქსიც" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ბოლოსკენ ყველას იტალიელებმა აჯობეს და 21 წლის შემტევი 10 მილიონ ფუნტად გაიფორმეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი