ქეცბაიას ნაკრები მაინც წინ იყო - რამდენი გვიკლია ძველი შედეგის გაუმჯობესებამდე? » სპორტის ხაზი

ქეცბაიას ნაკრები მაინც წინ იყო - რამდენი გვიკლია ძველი შედეგის გაუმჯობესებამდე?

ქეცბაიას ნაკრები მაინც წინ იყო - რამდენი გვიკლია ძველი შედეგის გაუმჯობესებამდე?
გუშინ, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ფიფამ მსოფლიო რეიტინგი ოფიციალურად განაახლა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერთა ლიგაზე ჩეხეთისა და ალბანეთის დამარცხების შემდეგ, ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და 70-ე პოზიციიდან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ზღაპრულად გამოიყურება, წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა, ეროვნულ გუნდს იმაზე კარგი შედეგი ჰქონდა დაფიქსირებული, ვიდრე ეს ახლანდელი 66-ე ადგილია.

საქმე 2011 წელს ეხება, რომლის ერთ მონაკვეთშიც ნაკრები 56-ე ადგილზე იმყოფებოდა, თემურ ქეცბაია კი ეროვნულ გუნდს 2009-2014 წლებში წვრთნიდა. შესაბამისად, ქეცბაიას ფორმაციის საქართველომ საუკეთესო შედეგი თემურის დანიშვნიდან 2 წელში დააფიქსირა.

რაც შეეხება ვილი სანიოლს, მან ეროვნული ნაკრები 3 წლის წინ, 2021 წელს ჩაიბარა, მაშინ კი საქართველო 85-ე ადგილს იკავებდა. ფრანგმა მწვრთნელმა განვლილ 3 წელიწადში საქართველოს ნაკრები რეიტინგში 19 პოზიციით აამაღლა, რაც მართლაც გასაოცარი მაჩვენებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი