საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, საბოლოოდ კი 1/8 ფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთთან დამარცხდა.
წარმატებული შედეგი რომ დავივიწყოთ, სანიოლის გუნდმა კარგი, გამართული ფეხბურთი ითამაშა, რითაც ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, უცხოელების გულიც მოიგო.
ჯვაროსნები სამშობლოში ბრუნდებიან, პარალელურად კი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო გუნდს აეროპორტში ქომაგები დახვდებიან.
Geo Team-ის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები საქართველოში დილის 07:30 საათზე ჩამოფრინდება.
"საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩაფრინდება - დანარჩენი თქვენზეა", - წერს Geo Team.
ცნობისთვის, სანიოლის გუნდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან გავიდა და ურთულეს მეტოქესთან, ესპანეთის ნაკრებთან 1/8 ფინალურ ეტაპზე 4:1 დამარცხდა.