სერია ა-ს მორიგ ტურში კალიარისთან გამარჯვების (4:0) შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა.
"ვიმედოვნებ, კვარაცხელია სწორად გამიგებს, რომ მისგან არამხოლოდ გადაცემებს, არამედ გოლებსაც ველით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში თამაში მისთვის რთული იყო, დავინახე, რომ ცდილობდა.
აშკარაა, რომ მატჩიდან მატჩამდე გუნდი უმატებს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
ის, რაც გასულ სეზონში ნაპოლიში მოხდა, მენტალიტეტის გამო იყო და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ." - ამბობს იტალიელი.