იტალიური გაზეთის, Il Mattino-ის ინფორმაციით, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
წყაროს ცნობით, კონტემ ქართველ შემტევს ულტიმატუმი წაუყენა - ხვიჩა ან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ან ძველი ხელშეკრულებით მოუწევს თამაშის გაგრძელება. 54 წლის სპეციალისტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას კონტრაქტი ამ დრომდე იწელება და კლუბში სიტუაციის დალაგება სეზონის დასაწყისამდე სურს.
ცნობისთვის, ნაპოლი ხვიჩას ხელფასის სახით წელიწადში 3.5 მილიონ ევრომდე სთავაზობს, თუმცა, ფეხბურთელის მხარე მეტის მოლოდინშია, ისე კი ქართველ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს.