კვარაცხელიამ სერია ა-ში საიუბილეო გაიტანა - რამდენი გოლი აქვთ ქართველებს იტალიაში? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ სერია ა-ში საიუბილეო გაიტანა - რამდენი გოლი აქვთ ქართველებს იტალიაში?

კვარაცხელიამ სერია ა-ში საიუბილეო გაიტანა - რამდენი გოლი აქვთ ქართველებს იტალიაში?
16-09-2024, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "კალიარის" ესტუმრა და მეტოქე 0-4 გაანადგურა.

მოედანზე ნეაპოლელთა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 74 წუთი გაატარა, გოლი გაიტანა და ლუკაკუსაც კარგი პასით გაატანინა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ კვარაცხელია ეს გოლი სერია ა-ში საიუბილეო, 50-ე, ქართული გოლი გამოდგა.

13 გოლის გატანა კახა კალაძემ შეძლო "მილანისა" და "ჯენოას" მაისურით. 11 გოლი გაიტანა სერია ა-ში ლევან მჭედლიძემ, "ემპოლისა" და "პალერმოს" მაისურით, ხოლო ერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა "კრემონეზეში", თავად ხვიჩას კი უკვე 25 გატანილი გოლი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი