"სერნიკოლასთან ერთად კრემონეზეში საუკეთესო სეზონი ჰქონდა" - იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილზე » სპორტის ხაზი

"სერნიკოლასთან ერთად კრემონეზეში საუკეთესო სეზონი ჰქონდა" - იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილზე

"სერნიკოლასთან ერთად კრემონეზეში საუკეთესო სეზონი ჰქონდა" - იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილზე
7-06-2023, 14:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში ოფიციალურად დაქვეითდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ცენტრალურ მცველს კარგი და დასამახსოვრებელი სეზონი გამოუვიდა, რასაც Calcio Cremonese-ს მიერ გამოქვეყნებული შეფასება ადასტურებს:

"თუ მხედველობაში კრემონეზეს უკლებლივ ყველა მცველს ავიღებთ, მაშინ საუკეთესოობის სტატუსი ლუკა ლოჩოშვილს უნდა მივანიჭოთ. ის ხანდახან შეცდომებსაც უშვებდა, თუმცა თამაშიდან არასდროს ეთიშებოდა და ბოლომდე მებრძოლივით ომობდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ხშირად ლოჩოშვილი მინდორზე შეხვეული თავით ჩნდებოდა." - დაწერა გამოცემამ

სხვათაშორის, ამავე წყაროს შეფასებაში ქართველ ფეხბურთელს სეზონი საუკეთესო ქულით, 7 ბალით შეუფასეს. ამავე მაჩვენებელი მიიღო ლეონარდო სერნიკოლამაც. როგორც ჩანს, კრემონეზეში ყველაზე მეტად ამ ორი მოთამაშის სეზონური პერფორმანსი დაამახსოვრდებათ.

ცნობისთვის, 25 წლის ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეში ავსტრიული ვოლფსბერგერიდან 2022 წელს გადაბარგდა და იტალიური კლუბის მაისურით სერია A-ში 25-ჯერ ითამაშა. ამ დროში მან 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი