ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 0:0.
ნეაპოლელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც კონტემ მოედნიდან 72-ე წუთზე დავიდ ნერეშის სანაცვლოდ გამოიყვანა.
საფეხბურთო სტატისტიკური ვებსაიტი Whoscored, ქართველი შემტევის ასპარეზობას მატჩში 10 ბალიანი სისტემით 6,6 ქულა დაუწერა.