საქართველოს და მილანის ლეგენდების შეხვედრა 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ლეგენდარულმა რიკარდო კაკამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზეც.
"საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ. თქვენს ნაკრებს დიდი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია", - განაცხადა კაკამ.