'ხვიჩა ძალიან მაგარია, დასანანია რომ მას აქ ვერ ვიხილავთ' - კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ხვიჩა ძალიან მაგარია, დასანანია რომ მას აქ ვერ ვიხილავთ' - კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

'ხვიჩა ძალიან მაგარია, დასანანია რომ მას აქ ვერ ვიხილავთ' - კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
9-11-2022, 14:06
Aa Aa
გაზიარება:

'მილანის', 'რეალისა' და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კაკამ იტალიურ მედიასთან ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 2007 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა 21 წლის შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თავისი სინანული გამოხატა იმის შესახებ, რომ კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იხილავს.

'ხვიჩა ძალიან მაგარია, დასანანია რომ მას აქ ვერ ვიხილავთ' - კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

ხვიჩას მონაგარი ნაკრებში - 19 მატჩში გატანილი 10 გოლია


'ეს ბიჭი ძალიან კარგია, სასიამოვნო სიურპრიზია. დასანანია, რომ ის და ჰაალანდი ვერ შეძლებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას. ფანტაზია ყოველთვის იწვევს გაოცებას. მისი წყალობით ფეხბურთელი პოულობს ისეთ გამოსავალს, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ" - უთხრა კაკამ Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კაკა ბრაზილიის ნაკრების მაისურს 2002-2016 წლებში ირგებდა. მის ანგარიშზე 92 მატჩში გატანილი 29 გოლია, ამასთან კაკა ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.


2002 წელს ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი