"რასაც ხვიჩა ეხება, ყველაფერი ოქრო ხდება" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"რასაც ხვიჩა ეხება, ყველაფერი ოქრო ხდება" - იტალიური მედია

"რასაც ხვიჩა ეხება, ყველაფერი ოქრო ხდება" - იტალიური მედია
24-09-2022, 17:13
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა, მატჩის შემდგომი ეიფორია არ ცხრება. სწორედ ასე, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა იტალიური მედია, რომელმაც ქართველი ტალანტისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"კვარაცხელია შოუს საქართველოს ნაკრებთან ერთადაც დგამს. ჯერ მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელია. გარდა ამისა, ქართველი გადამწყვეტ როლს ნაკრებშიც თამაშობს. კვარაცხელია რასაც ეხება, ყველაფერი ოქრო ხდება. სხვაობა ისაა, რომ იტალიაში მის შესახებ ჯერ კიდევ სწავლობენ, საქართველოში კი მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. კვარაცხელია მწვრთნელისთვის იდეალური საჩუქარია. ხვიჩასთან ერთად ვილი სანიოლის ნაკრებს მშვენიერი შედეგები აქვს", - Gazzetta dello Sport.

აშკარაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი