გიგა ჭიკაძეს საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, ქართველი მებრძოლი UFC 304-ზე არნოლდ ალენთან დამარცხდა.
ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ UFC Noche-ზე დიეგო ლოპესმა ბრაიან ორტეგა დაამარცხა და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა, რამაც თავის მხრივ გიგა ჭიკაძის და სხვა მებრძოლების რეგრესი გამოიწვია.
ასე და ამგვარად, ქვემსუბუქ წონაში დიდი ცვლილებებია: დიეგო ლოპესი 10 საფეხბურით დაწინაურდა და მე-3 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, ქართველი ნინძა ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-11 პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც ქამარს მე-2 ნომერთან, მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს.