დღეს, დილის 6 საათზე UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ინგლისელ არნოლდ ალენს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ქართველის მეტოქეს დარჩა (29-28 29-28, 29-28).
პირველი რაუნდი გიგა ჭიკაძემ დამსახურებულად მოიგო, თუმცა დროის სვლასთან ერთად არნოლდმა ბრძოლა ჯერ გაათანაბრა, მესამე რაუნდში კი კარგი ფიზმომზადების ხარჯზე უპირატესობა მოიპოვა, რაც საბოლოოდ მისთვის გამარჯვების მომტანიც გახდა.
გიგა ჭიკაძეს UFC-ში ჯამურად 10 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ 2 წააგო.
სხათა შორის, ამ ბრძოლის დაწყებამდე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ სწორედ ინგლისელის გამარჯვება ივარაუდა. ვოლკი ამბობდა, რომ გიგას სენსაციის შემოთავაზება შეეძლო, თუმცა არნოლდს ფავორიტის სტატუსს არსენალის მეტი მრავალფეროვნება აძლევდა.