ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის კონტრაქტი იტალიაში განხილვის მთავარი საგანია - აღნიშნულ თემას ადგილობრივი ჟურნალისტი ლუკა მარჩეტიც შეეხო.
"დე ლაურენტისმა ხვიჩას სარფიანი წინადადება გაუკეთა, თუმცა ბევრი რამ გამოსასყიდ თანხაზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად ტოპ კლუბების ინტერესისა, ნაპოლიმ ნათლად განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩას არაფრის ფასად არ გაყიდის, რადგან ქართველი გუნდის საკვანძო მოთამაშეა.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ამ ფაქტს ხვიჩას შედეგიანობა მოედანზე არ დაუზარალებია - უცნობია თავად ხვიჩას პოზიცია, სურს კლუბში დარჩენა თუ კარიერის სხვაგან გაგრძელება", - განაცხადა მარჩეტიმ.
ცნობისთვის, კვარაცხელიას მომავალს აქტიურად უკავშირებენ ფრანგულ პსჟ-ს და კატალონიურ ბარსელონას.