UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძის და არნოლდ ალენის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და პროგნოზიც გააკეთა.
"არნოლდ ალენის მოგებას ველოდები, თუმცა, გიგასაც შეუძლია სენსაციის შემოთავაზება. ჭიკაძე უმაღლესი დონის კიკბოქსიორია, რის გამოც ფეხით დამალული დარტყმების გატარება შეუძლია. მისი დარტყმები ძალიან მტკივნეულია და ყველა მებრძოლისთვის შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა.
საბოლოო ჯამში, არ მგონია ფინიში ვიხილოთ და ვფიქრობ, არნოლდი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლი ალენს UFC 304-ზე დაუპირისპირდება.