მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მზადაა კარიერა MLS-ში გააგრძელოს - ეს ყოველივე კი ცხადია გერმანულ გრანდში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
"შვაინშტაიგერს ველაპარაკე, რომელსაც იქ თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან ამერიკელები ხელოვნურ მოედანზე თამაშობენ ეს კი მეკარისთვის იდეალური ვარიანტი არ არის.
ბაიერნი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილია, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს - აი საუდის არაბეთში ან კატარში არ წავიდოდი", - განაცხადა ნოიერმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბაიერნში ტრანსფერი იმის გამო გამორიცხა, რომ მას ნოიერის შემცვლელად მოუწევდა ყოფნა, თუმცა, თუ 38 წლის მეკარე ამერიკაში გადაბარგდება, სურათი რადიკალურად შეიცვლება.