ოქტომბრის მატჩებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის უგოლო სერიის შესახებ ქართველისთვის გამამხნევებელი კომენტარი გააკეთა.
გიორგი ცოტა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოასწორებს მდგომარეობას. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ, თუ რამხელა საქმე გააკეთა ნაკრებში ბოლო 2-3 წელში. ეს ფეხბურთია, ხან ცუდი მომენტები გაქვს, ხან კარგი. იმედი მაქვს, მისი სიტუაცია მალე გამოსწორდება.
- თქვა სანიოლმა მიქაუტაძეზე.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლიონის მაისური 7-ჯერ მოირგო და ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია.