4 კაცი შეცვალა - რომელი მოთამაშეები არ გამოიძახა სანიოლმა წინა შეკრებიდან » სპორტის ხაზი

4 კაცი შეცვალა - რომელი მოთამაშეები არ გამოიძახა სანიოლმა წინა შეკრებიდან

4 კაცი შეცვალა - რომელი მოთამაშეები არ გამოიძახა სანიოლმა წინა შეკრებიდან
გუშინ, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მორიგ შეკრებას გაივლის და 2 შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი 11-ში უკრაინასთან გასვლაზე შედგება, შემდეგ კი 14 რიცხვში ალბანეთს მივიღებთ.

გუშინდელ დღეს ეროვნული გუნდის დამრიგებელმა სრული განაცხადი დაასახელა, საიდანაც სანიოლმა სექტემბრის შეკრებიდან 4 ფეხბურთელი ამოაკლო, ესენია: ირაკლი აზაროვი, ლუკა გადრანი, ჯიმი ტაბიძე და საბა ლობჟანიძე.

რაც შეეხება მათ ჩამნაცვლებლებს, ვილიმ ოქტომბრის მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: საბა გოგლიჩიძე, ლევან შენგელია, საბა კვირკველია და გიორგი გულიაშვილი.

საბა გოგლიჩიძე ემპოლისთან ერთად სერია A-ში სტაბილურად, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს და გასაკვირი სულაც არაა, რომ ახალგაზრდა მცველი სანიოლის თვალთახედვის არეში მოექცა. ლევან შენგელია ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო და ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ შენგელიას ნაკრებში კვლავ უხმეს. საბა კვირკველია საქართველოს ნაკრებში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია, გულიაშვილს კი შესანიშნავმა სათამაშო ფორმამ და უამრავმა გატანილმა გოლმა ნაკრებისკენ გზა გაუხსნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი