იმის გამო, რომ გოლები ვერ გააქვს, გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთში კრიტიკოსები მოუმრავლდა და ზოგ მათგანს მკაცრად მიაჩნია, რომ მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერი დიდი შეცდომა იყო.
ამის საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა ლიონის მწვრთნელმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ნათლად აღნიშნა, რომ მიქაუტაძე გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს.
მიქაუტაძე? რაც არ უნდა მოხდეს, ის გოლების გატანას ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებს. საერთოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია, რაც არა ერთ კაცზე, არამედ მთლიან კოლექტივზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ მიქაუტაძეს ჯერ არ გაუტანია, მაგრამ გაიხსენეთ თუ როგორი სეზონი ჰქონდა მას შარშან.
გიორგის 5 შეხვედრაში უგოლო სერია აქამდეც ჰქონია, თუმცა მომდევნო 15 შეხვედრაში ქართველს არაერთი ბურთი გაუტანია.
- დაიცვა კრიტიკისგან პიერ საჟმა მიქაუტაძე.
ცნობისთვის, ლიონი თავის მომდევნო შეხვედრას დღეს, ევროპა ლიგის ეგიდით გამართავს, მეტოქე კი ოლიმპიაკოსი იქნება. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.