"კლუბის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - რას წერენ ფრანგები ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"კლუბის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - რას წერენ ფრანგები ხვიჩა კვარაცხელიაზე

"კლუბის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - რას წერენ ფრანგები ხვიჩა კვარაცხელიაზე
გუშინ, 01:37
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის, რომელიც ფრანგულმა კლუბმა იტალიური 5:0 გაანადგურა!

ამ მოგებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც ინტერს რიგით მე-4 გოლი გაუტანა და როგორც იტყვიან, მეტოქის კუბოზე ბოლო ლურსმანი ჩააჭედა!

გარდა გოლისა, ხვიჩა დაცვაშიც ძალიან აქტიური იყო და დაცვაშიც ძალიან ბევრი იშრომა, რის გამოც კვარა მოედნიდან 84-ე წუთზე გასვლის შემდეგ დიდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

აი, რას წერენ ფრანგი გულშემატკივარი საქართველოს სიამაყის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ:

"გამანადგურებელ ანგარიშზეც კი როგორ მორბოდა დაცვაში, აი ეს მესმის"

"ხვიჩა კვარაცხელია კლუბის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია"

"სულ რომ მილიარდი შემოგვთავაზონ, ის აღარსად არ უნდა გავუშვათ"

"მოედანზე ნამდვილი მებრძოლია, მის გარეთ კი უბრალოდ ადამიანი, ბრავო", - წერენ ფრანგები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი