ჩემპიონთა ლიგაზე დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევა გაიმეორა » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგაზე დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევა გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგაზე დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევა გაიმეორა
2-06-2025, 01:01
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მიანიჭეს "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგ ვინგერს – დეზირე დუეს.

19 წლის შემტევმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და საკუთარი გამოჩენით არა მხოლოდ ტურნირის სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდა, არამედ ისტორიულ ფინალში დუბლი შეასრულა, სადაც პარიზელებმა იმარჯვეს, 5:0.

დუემ გაიმეორა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევა, რომელმაც აღნიშნული პრიზი 2022/23 წლების სეზონში, ნაპოლის მაისურით მოიგო. შესაბამისად, დღეს "პსჟ-ს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოს მფლობელი ორი ვინგერი ასპარეზობს – დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია.

ეს ჯილდო უეფამ 2021/22 წლების სეზონის შემდეგ დააწესა.

გარდა ჯილდოსა, დეზირე დუემ ჩაატარა ისტორიული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ინტერთან" გამართულ შეხვედრაში 19 წლის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ფინალში ორი გოლის გატანა შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი