2010-იანი წლებიდან პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ში სერიოზული დომინაცია დაიწყო, თუმცა კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.
ყველაზე ახლოს ლიგის მოგებასთან პსჟ ლუის ენრიკეს ეპოქამდე 2020 წელს იყო, როცა პანდემიის პერიოდში გუნდი ფინალში გავიდა და ბაიერნთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
2025 წელს პარიზული გრანდისთვის ისტორია შეიცვალა და ლიგის ტიტულს დაეუფლა, ამაში კი ლუის ენრიკეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომელმაც უდიდესი ტალანტის მქონე გუნდი ერთ მუშტად შეკრა და ფინალური შეხვედრა რეკორდული სხვაობითაც კი მოიგო.
სხვათა შორის, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლუის ენრიკე პარიზში იმდენივეს შოულობს, რამდენსაც ხვიჩა კვარაცხელია. ქართველ ფეხბურთელს წლიურად 16 მილიონი ევრო აქვს შემოსავალი, ლუჩოს კი 14 მილიონ ევროს უხდიან, რომელიც, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.