საფრანგეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა წარმატებით დასრულდა პარიზული გრანდისთვის – „პარი სენ-ჟერმენმა“ რეიმსს სძლია და კიდევ ერთი ტიტული ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ თავად პსჟ-ს, არამედ სხვა ფრანგულ კლუბსაც გაუხსნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
ფინალის შედეგით განსაკუთრებით ისარგებლა ლიონმა, სადაც ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. ლიონმა ლიგა 1 მე-6 პოზიციაზე დაასრულა, რაც მხოლოდ კონფერენს ლიგაზე გასასვლელად იქნებოდა საკმარისი. თუმცა, პსჟ-ის თასის მოგებამ ვითარება შეცვალა – ვინაიდან პარიზელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს უკვე ფლობენ, თასის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ევროპა ლიგის ადგილი ავტომატურად ლიონს გადაეცა.
შესაბამისად, თუ მიქაუტაძე ზაფხულშიც ლიონში დარჩება, მას შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი ექნება. ასე, რომ პსჟ-ის ტრიუმფი ამჯერად მხოლოდ პარიზელთა წარმატება არ ყოფილა – მან სხვა ფრანგულ კლუბსაც მოუტანა სარგებელი, მათ შორის ქართველ ფეხბურთელს.