"მოედანი თამაშის დასრულებამდე დატოვა და სახლში წავიდა" - სამწუხარო ინფორმაცია კვარაზე » სპორტის ხაზი

"მოედანი თამაშის დასრულებამდე დატოვა და სახლში წავიდა" - სამწუხარო ინფორმაცია კვარაზე

"მოედანი თამაშის დასრულებამდე დატოვა და სახლში წავიდა" - სამწუხარო ინფორმაცია კვარაზე
დღეს, 10:27
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის თასის ფინალი წარმატებით დასრულდა პსჟ-ს გამარჯვებით – გუნდმა რეიმსის წინააღმდეგ ითამაშა და ტიტული დაისაკუთრა. თუმცა, მატჩის წინ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც იყო, რომელიც გულშემატკივრებისთვის საყურადღებო აღმოჩნდა – ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ვერ გამოვიდა.

როგორც ფრანგული სპორტული გამოცემა BeIN Sports იუწყება, კვარაცხელიას თავი ასტკივდა მატჩის წინა წუთებში, რის გამოც მწვრთნელის განკარგულებაში ვერ აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბს პირადად სთხოვა ნებართვა, რომ შეხვედრის დასრულებამდე სტადიონი დაეტოვებინა და დასასვენებლად სახლში დაბრუნებულიყო.

პარიზულმა გრანდმა მოთამაშის მდგომარეობა გაითვალისწინა და მის მოთხოვნას დასთანხმდა. ცნობილია, რომ ხვიჩამ თამაშის პირველი ნახევარი გასახდელში გაატარა, შემდეგ კი გუნდის ბანაკი დატოვა.

საბედნიეროდ, ქართველ ვარსკვლავს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ის მალე დაუბრუნდება ვარჯიშს და მზად იქნება მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი